იტვირთება...

მხარეთა პირობები და ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია

შეასრულოს თავის სახელზე კომპანიის ამერიკის, გერმანიის, ჩინეთის ოფისში მისული ტვირთების დეკლარირება არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუდეკლარირებელი ამანათები, საქართველოს საზღვარზე შემოსვლიდან 8 (რვა) დღის შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს, შემოსავლების სამსახურის  მოთხოვნის შესაბამისად.   ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად მომხმარებელს ეკისრება.

რეგისტრაციისას აუცილებელია მომხამარებელმა  პერსონალური მონაცემები სწორად შეავსოს. მომხმარებლის სახელი, გვარი და  პირადი ნომერი შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთან.

ამანათის სწორად დეკლარირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

გზავნილის დეკლარირება უნდა მოხდეს დროულად - მას შემდეგ, რაც ტვირთი აისახება პირად ოთახში.

დეკლარაციაში ნივთის ღირებულება და დასახელება მითითებული უნდა იქნას სწორად. საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე ღირებულების 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.

საფრთხისშემცველი ტვირთის არსებობისას, შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

ტვირთი, რომლის საფრთხისშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს . ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

შემკვეთი ვალდებულია ამანათის გატანამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება.

დაიცვას ეთიკის ნორმები კომპანიასთან ურთიერთობის დროს, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები კომპანიის ან მისი თანამშრომლების მისამართით მომსახურების ცენტრებში, სატელეფონო მომსახურების მიღების დროს ან ინტერნეტსივრცეში; არ გაავრცელოს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც დააზიანებს კომპანიის იმიჯს ან მისი თანამშრომლების ღირსებას. ყველა მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, წაშალოს ასეთი ინფორმაცია და შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურება მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.