იტვირთება...

ყურადღება!

ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ შეიცვალა სახმელეთო მისამართი ჩინეთში.

სახმელეთო გზით ამანათების ტრანსპორტირებისათვის გამოიყენოთ ახალი მისამართი.


რეისები

სერვისები

ლოგისტიკა

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ლოჯისტიკურ მომსახურებას. თქვენ მიიღებთ თქვენს გადაზიდვას დროულად.

საწყობი

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მისამართი ჩინეთსა და თურქეთში. თქვენთვის მონიჭებული უნიკალური კოდის გამოყენება სავალდებულოა, რათა თქვენი გადაზიდვები იყოს უსაფრთხო.

კომერციული ტვირთის გადაგზავნა

ჩვენი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას თქვენი ამანათის (ტვირთის) აღებიდან ჩაბარებამდე.

მოცულობითი წონა

გადაზიდვისას მოცულობითი წონა თუ აღემატება რეალურ წონას ამანათი დაითვლება მოცულობითი წონით. წონის დათვლა ხდება ამანათების ჩამოსვლის შემდეგ

ტარიფები

ჩინეთი საჰაერო 11$ 1კუბ=166კგ ჩინეთი სახმელეთო 50-კგ მდე 5$ 50-კგ დან 4$ 1კუბ=260კგ თურქეთი 2$ სააქციო ფასი 10 კგ 1$ წონა მრგვალდება 100 გრამზე. ეს ტარიფი ვრცელდება ყველა რეგიონალურ ოფისზე

დავალიანების დაფარვა

სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ ინტერნეტ ბანკინგინგის ან ფეი ბოქსის საშუალებით საიტზე მონიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

საკურიერო

თბილისის მაშტაბით 5 კილოგრამამდე ტვირითის მიწოდების საფასურია 6-7 ლარი, 5 კილოზე ზემოთ ამანათების შემთხვევაში კურიერი გიკავშირდებათ და ათანხმებთ საფასურს. ხოლო რეგიონების ტარიფი ინდივიდუალურია რეგიონების მიხედვით. ( 10-17 ლარამდე). თუ კი რეგიონში საკურიეროს ფილიალიდან გაიტანთ ამანათს ამ შემთხვევაში 6 ლარია. ამანათების მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება შემდეგნაირად: 12:00 საათამდე გაფორმებული საკურიერო მოთხოვნები ბარდება იმავე სამუშაო დღეს, რეგიონებში კი 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში

საბაჟო

განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ჩვენი კომპანია. განბაჟება ექვემდებარება ნივთს (ნივთებს) რომლის საერთო ღირებულება არემატება 300 ლარს და იგზავნება ერთი რეისით, ასევე იმ ამანათებსაც რომლის წონაც 25 კილო და მეტს შეადგენს. ასევე განბაჟებას ექვემდებარება ნივთები რომელიც ჩამოდის ერთი თრეიქინგ კოდით და რაოდენობა არის 3 ან მეტი.

გზავნილებზე მოცულობითი წონის კალკულატორი

სავარაუდო წონა: 0

გამოთვლა...

ხშირად დასმული კითხვები

დავალიანების დაფარვის 2 გზა არსებობს:

ა) მობაილ ბანკით, საიტზე მონიჭებეული უნიკალური კოდით;

ბ) მხოლოდ იურიდიული პირები: ინვოისში მოცემულ ბანკის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით.

აშინ, როცა ამანათის რეალური და მოცულობითი წონა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ითვლება საშუალო წონა და ამ წონაზე იტვირთება ინვოისი. (მაგ; რეალური წონა - 10კგ; მოცულობითი - 16კგ; ინვოისი აიტვირთება 13 კგ-ზე);

შეგიძლიათ, დაგვირეკოთ ოფისში ან მოგვწეროთ მეილსა და სოციალურ ქსელში ამანათის თრექინგ კოდი (WAYBILL NUMBER) და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ამანათის ადგილმდებარეობის დადგენაში.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

  • რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;
  • საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
  • საკვები პროდუქცია;
  • ფეთქებადი ნივთიერებები;
  • მიწა და ნერგები მიწით;
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
  • ცოცხალი ცხოველები;
  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;
  • ფსიქოტროპული ნივთიერებები;
  • წამლები (10 შეკვრაზე მეტი);
  • მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);
  • თამბაქო, სიგარეტი, მათ შორის ელექტრო სიგარეტი (ვეიპი)
  •  ჩინეთის საჰაერო რეისზე იკრძალება ელემენტი და ელემენტიანი ნივთების ტრანსპორტირება, გარდა ჩაშენებულისა.
  • აეროზოლი და მისი მსგავსი ნივთები
737

რეისი

400900

ამანათი

21063

მომხმარებელი